ზედაპირის მომზადებაზედაპირის მომზადება უნდა შესრულდეს СП 71.13 330.2017-ის შესაბამისად. ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბეტონი, რკინაბეტონი, აგურის წყობა 28 დღეზე მეტი ასაკის და ფარდობითი ტენიანობა არაუმეტეს 4%
ცემენტის, ცემენტ-ქვიშის, ცემენტ-კირის, კირის ბათქაშები და ფითხები 14 დღეზე მეტი ასაკის და ფარდობითი ტენიანობა არაუმეტეს 4%
პოლიმერული ფითხები 3 დღეზე მეტი ასაკის, ფარდობითი ტენიანობა არაუმეტეს 1%
თაბაშირის ბათქაშები და ფითხები 3 დღეზე მეტი ასაკის, ფარდობითი ტენიანობა არაუმეტეს 1%.
- გაასუფთავეთ საფუძველი მტვრისა და ჭუჭყისგან. ადრე შეღებილი ზედაპირებიდან მოაცილეთ ძველი საღებავისა და ნათეთრის არამყარი ფენები.
- მყარი და მყარად მყოფი პრიალა ზედაპირები დაზუმფანგეთ გლუვ მდგომარეობამდე, მოაცილეთ ზუმფანგის მტვერი.
- არაღრმა ჩაღრმავებები, ბზარები და ნატეხები გაასწორეთ შესაბამისი Bergauf-ის ფითხით.
- ცარცით ან კირით ადრე დაფარული ზედაპირები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს მათ სრულ მოცილებამდე.
- ფხვიერი (რბილი) თაბაშირის ნალესები, ფითხები და პოლიმერული ფითხები გაამაგრეთ ღრმა შეღწევადობის გრუნტით Bergauf Techno Primer ან Bergauf Tiefgrunt.
- საღებავის Bergauf Fire Stop დატანამდე ზედაპირი წინასწარ უნდა დაგრუნტოს საიზოლაციო გრუნტით Bergauf Techno Primer Isol.
საიზოლაციო გრუნტის ფენების რაოდენობა საფუძვლის ტიპის მიხედვით:
— თაბაშირის ბათქაშები და ფითხები 2 ფენა
— პოლიმერული ფითხები 1−2 ფენა
— ცემენტის ბათქაშები და ფითხები 1−2 ფენა
— ბეტონი 1−2 ფენა
— თაბაშირ-მუყაო 1−2 ფენა
— აგური 1−2 ფენა
ცეცხლგამძლე საღებავის Fire Stop დატანა დაგრუნტულ ზედაპირზე უნდა მოხდეს არაუადრეს 4 საათისა, +15°С ტემპერატურული რეჟიმისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 65%-ის დაცვის პირობებში.
+15℃-ზე დაბალი ტემპერატურის ან 65%-ზე მაღალი ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში, გრუნტის გაშრობის დრო შეღებვამდე იზრდება. გრუნტის სიმტკიცის მიღწევის დრომ შეიძლება 14 დღე-ღამემდე მიაღწიოს.
ცეცხლგამძლე საღებავის Fire Stop დატანა გაუშრობელ გრუნტზე დაუშვებელია!
აკრილის საფუძველზე დამზადებული საღებავების დატანა უწვადი შემადგენლობების ზემოდან დაუშვებელია!
მუშაობის წესი:შესაღები ზედაპირი უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და თავისუფალი ადჰეზიის ხელშემშლელი ნივთიერებებისგან, ფუძის ტემპერატურა +5°С-დან, გარემო ტემპერატურა საღებავის დასატანად +10°С-დან +35°С-მდე, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა (65±5)%. სამუშაოების ჩატარებისას მოერიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას, მაღალი ტენიანობის პირობებს და ატმოსფერული ნალექების მოხვედრას.
რეკომენდებულია ერთი პარტიის საღებავის გამოყენება ფინიშის ფენის ჩრდილში განსხვავების გამოსარიცხად. საღებავი კარგად აურიეთ. შერევა აუცილებელია ფართო და ბრტყელი თამასით ან სამშენებლო მიქსერით დაბალ ბრუნზე, ფრთხილად, ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, 1−3 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული მასალის შერევა დახურული ქილის შენჯღრევით. ტრანსპორტირების და/ან აქტიური შერევის შემდეგ, ჰაერის ბუშტუკების გაჩენის შემთხვევაში, საღებავს სჭირდება დაყოვნება მათ გაქრობამდე. გამოირიცხოს წყლით განზავება.
დაიტანეთ საღებავი მომზადებულ მშრალ სუფთა ზედაპირზე ფუნჯით, ლილვაკით ან საღებავის შემასხურებლით თანაბრად ორ ფენად. რეკომენდებულია არ გააკეთოთ შესვენებები მთლიანი ზედაპირის შეღებვისას, „გადაფარვის“ ადგილებში იმუშავეთ მეთოდით „სველი სველზე“. სამუშაოები უნდა დაასრულოთ არქიტექტურულ საზღვრებთან (შენობის კუთხეებში, სანიაღვრე მილების ქვეშ და ა.შ.).
უხეში ზედაპირებისთვის, როგორიცაა ფაქტურული ბათქაში, აგური, ბეტონის ბლოკები, რელიეფური ჭერი, რეკომენდებულია ლილვაკების გამოყენება 12−25 მმ ხაოს სიგრძით. ხორკლიანი ზედაპირებისთვის, როგორიცაა ფითხი, ბათქაში, ბეტონი - 8−12 მმ ხაოს სიგრძით.
სამუშაოების ჩატარებისას მოერიდეთ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას და მაღალი ტენიანობის პირობებს.
თხევადი კალიუმის მინა შედის ქიმიურ რეაქციაში მინასთან, კერამიკასთან, ჭიქურთან, ლითონებთან, ლაქის საფარებთან და ა.შ. აღნიშნული ზედაპირები და ელემენტები შეღებვის წინ აუცილებლად უნდა დაიფაროს.
საღებავის შხეფების შემთხვევითი მოხვედრისას, დაუყოვნებლივ გაწმინდეთ წყლით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელები და ინსტრუმენტები კარგად გარეცხეთ თბილი წყლით.