ინტერიერის საღებავები, დეკორატიული ბათქაშები და ფაქტურული საფარები კედლების, ჭერის, ტიხრებისა და სხვა შიდა ზედაპირების შესაღებად.

საღებავ-ლაქების მასალები შიდა სამუშაოებისთვის

პროდუქტების ფართო ასორტიმენტი თქვენი იდეების განსახორციელებლად
მასალები ნორმალური და მაღალი ტენიანობის მქონე შენობებისთვის
კოლორირება ათასობით ფერში Ral, NCS და სხვა ფერების კატალოგების მიხედვით
ეკონომიური ხარჯი
ორთქლგამტარი
მდგრადია რეცხვის მიმართ
დაიტანება მარტივად და თანაბრად

საღებავი Praktik. მისაღები ოთახები და დერეფნები

დაფასოება:
რეცხვადი საღებავი შიდა სამუშაოებისთვის
0,9 ლ.
1,8 ლ.
4,5 ლ.
9 ლ.
მახასიათებლების ჩამოტვირთვა
დანიშნულება:
საღებავი განკუთვნილია კედლებისა და ჭერის შესაღებად ნორმალური და მაღალი ტენიანობის მქონე შენობებში (მისაღები ოთახები, საძინებლები, სამზარეულოები, აბაზანები, სასადილოები, დერეფნები) მომატებული საექსპლუატაციო დატვირთვით, მათ შორის საბავშვო, სკოლამდელ, სასწავლო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. წარმოქმნის მტკიცე ორთქლგამტარ საფარს, რომელიც მდგრადია მსუბუქი რეცხვის მიმართ არააბრაზიული სარეცხი საშუალებებით.

გამოყენების სფერო:
საღებავის დატანა შესაძლებელია ახალ და ადრე წყალდისპერსიული საღებავებით შეღებილ თაბაშირ-მუყაოს; შელესილ, დაშპატლულ, ბეტონის, აგურის, ხის ფიცრულ ზედაპირებზე, მერქან-ბურბუშელოვან ფილებზე (ДСП), მერქან-ბოჭკოვან ფილებზე (ДВП), მინატილოზე და გლუვ სამღებრო ფლიზელინზე.
შიდა სამუშაოებისთვის.

დატანის მეთოდი:
  • ფუნჯი
  • ლილვაკი
  • საფრქვეველი

ხარჯი:
8−11 მ²/კგ

ბზინვარების ხარისხი:
გლუვი

კოლორირება:
საღებავი იწარმოება ორი ბაზის სახით: A (თეთრი) და C (გამჭვირვალე). შესაძლებელია მისი კოლორირება ხელით ან კომპიუტერული (მანქანური) მეთოდით RAL, NCS და სხვა ფერთა კატალოგების მიხედვით.