შემადგენლობა:
პოლიმერული დისპერსია, პიგმენტები, შემავსებლები, ფუნქციური დანამატები, ბიოციდები, წყალი.
ფერი:
ბაზა А — თეთრი. ბაზა С — გამჭვირვალე
ბაზა:
А/С
ბზინვარების ხარისხი:
მქრქალი
ხარჯი 1 ფენაზე არაშთანთქმად ზედაპირზე:
8−11 მ²/კგ*
სიმკვრივე:
ბაზა А 1,5−1,55 კგ/ლ
ბაზა С 1,35−1,4 კგ/ლ
გაშრობის დრო „შეხებაზე“:
1 საათი**
შემდეგი ფენის დატანა შესაძლებელია:
1 საათის შემდეგ**
მდგრადობა რეცხვის მიმართ:
რეცხვა არააბრაზიული სარეცხი საშუალებებით, დატანიდან არაუადრეს 2 კვირისა
წყალშთანთქმა ГОСТ 33352:
0,1 კგ/(მ2*სთ0,5)-ზე ნაკლები, კლასი W3
ორთქლგამტარობის წინააღმდეგობა ГОСТ 25898:
0,15 მ2*სთ*პა/მგ-ზე ნაკლები
ზედაპირის ტემპერატურა გამოყენებისას:
+5-დან +35ºC-მდე
*მასალის ხარჯი დამოკიდებულია ზედაპირის მომზადების ხარისხსა და შთანთქმის უნარზე, დატანის ხერხზე, გამოყენებულ ინსტრუმენტზე, სამუშაოს შემსრულებელთა კვალიფიკაციაზე და შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული მნიშვნელობებისგან.
** t (+20±2)°C და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს (65±5)% პირობებში. ტემპერატურის შემცირებისას ან ტენიანობის გაზრდისას გაშრობის დრო შეიძლება გაიზარდოს. ჰაერის ტემპერატურის +15℃-ზე დაბლა ან ჰაერის ფარდობითი ტენიანობის 65%-ზე მაღლა ყოფნისას, შემდეგი ფენა დაიტანეთ არაუადრეს 24 საათის შემდეგ.
საღებავი განკუთვნილია საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ფასადების შესაღებად. საღებავის დატანა შეიძლება აგურის, ბეტონის, ასბოცემენტის, შელესილ და ადრე შეღებილ ზედაპირებზე, რომლებიც ექვემდებარება ატმოსფერულ ზემოქმედებას, ასევე შენობების შიგნით ექსპლუატირებად ზედაპირებზე სველი წმენდისა და რეცხვისადმი მდგრადი საფარების მისაღებად.
საღებავის დატანა შეიძლება ბეტონის, აგურის, ხის ბოჭკოვან და ხის ბურბუშელოვან ფილებზე, თაბაშირ-მუყაოზე (ГКЛ), შელესილ, ადრე შეღებილ ზედაპირებზე (მაგრამ არა პრიალა). არ არის რეკომენდებული ცოკოლების შესაღებად.
ხელით და მექანიზებული დატანისთვის.