ზედაპირის მომზადებაზედაპირის მომზადება შეასრულეთ СП 71.13 330.2017-ის შესაბამისად. ზედაპირი უნდა იყოს მტკიცე, სუფთა და მშრალი. გრუნტირებამდე აუცილებელია ზედაპირიდან მოაცილოთ აქერცლილი ელემენტები, ცარცის და კირის ნალექი, მტვერი და სხვა დაბინძურება.
საჭიროების შემთხვევაში, ზედაპირის უსწორმასწორობები გაასწორეთ Bergauf-ის ფითხით, რის შემდეგაც გააშრეთ და მოხვეწეთ ზედაპირი.
მუშაობის წესიდასამუშავებელი ზედაპირი უნდა იყოს მშრალი და სუფთა, ჰაერისა და ზედაპირის ტემპერატურა დატანისას +5°C-დან +35°C-მდე, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 80%-ზე დაბალი.
გამოყენებამდე აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, არ გააზავოთ.
დაიტანეთ მომზადებულ მშრალ სუფთა ზედაპირზე ლილვაკით, ფუნჯით ან შემასხურებლით (
საქშენი 0,011−0.015″, წნევა არაუმეტეს 150−170 ბარი).
ძლიერად შემწოვი ზედაპირების დაგრუნტვა რეკომენდებულია ორჯერ.
დაგრუნტული ზედაპირის შეღებვა რეკომენდებულია არაუადრეს 2−3 საათისა,
+5°С-დან ტემპერატურული რეჟიმისა და ჰაერის არაუმეტეს 80% ფარდობითი ტენიანობის დაცვით.
უსაფრთხოების ტექნიკასამუშაოები უნდა შესრულდეს ხელების, თვალებისა და სასუნთქი გზების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. გამოიყენეთ კარგად განიავებად შენობებში. თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ამოიბანეთ თვალები წყლით. კანზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ წყლით და საპნით.