დანიშნულება:
Bergauf-ის საკოლერაციო პასტები განკუთვნილია საღებავების, ემალების, ხის ლაქებისა და ლაზურების, ბათქაშებისა და ფითხების ხელით და მანქანური კოლერაციისთვის.
შემადგენლობა:
პიგმენტი, მრავალატომიანი სპირტი, სპეციალური დანამატები.
ინტერიერის სამუშაოებისთვის
№01 მკვეთრი ყვითელი, №02 ყვითელი, №20 ფორთოხალი, №18 ალისფერი, №19 ატამი, №17 ვარდისფერი, №16 ფუქსია, №03 ლაიმი, №04 სალათისფერი, №05 მწვანე ვაშლი, №07 მუქი მწვანე, №15 ლავანდა, №14 იისფერი, №12 ლურჯი.
ინტერიერისა და ფასადის სამუშაოებისთვის
№21 ოქრა, №06 ოლივისფერი, №08 ზურმუხტი, №25 ბეჟი, №22 კარამელი, №13 იასამნისფერი, №11 ცისფერი, №10 ოკეანის ლურჯი, №09 ზღვის ტალღა, №23 წითელ-ყავისფერი, №24 ყავისფერი, №26 შოკოლადი, №27 შავი.
პალიტრა
იმუშავეთ არანაკლებ +5°C ტემპერატურაზე.
1. გამოყენებამდე საკოლერაციო პასტა კარგად შეანჯღრიეთ 10−15 წამის განმავლობაში.
2. თანაბრად შეღებილი საღებავ-ლაქოვანი მასალის (სლმ) მისაღებად, პასტის საჭირო პორცია დაამატეთ მცირე რაოდენობის სლმ-ს და კარგად აურიეთ, შემდეგ მიღებული ნარევი მუდმივი მორევის პირობებში შეიყვანეთ სლმ-ის დანარჩენ ნაწილში და კვლავ აურიეთ ერთგვაროვანი ფერის მასის მიღებამდე.
3. უნივერსალური საკოლერაციო პასტები მზა სლმ-ში შეჰყავთ რაოდენობით, რომელიც არ აღემატება სლმ-ის მასის 5%-ს, ხოლო საბაზისო საღებავებში (ბაზა C) — არაუმეტეს 10%-ისა.
4. მასალების კოლერაციისას წინასწარ აუცილებელია საკონტროლო შეღებვის გაკეთება ფერის შესათანხმებლად. დაპიკმენტებული მასალის ელფერი შეიძლება შეიცვალოს გამოყენებული მასალის ხარისხისა და ტიპის მიხედვით.
5. დიდი ფართობის ზედაპირის შეღებვისას აუცილებელია სლმ-ის მთლიანი საჭირო რაოდენობის ერთიანად დაკოლერება ფერთა სხვაობის გამოსარიცხად.
6. მუშაობის დასრულებისთანავე ინსტრუმენტები და ტარა გაასუფთავეთ წყლით. ფერების შკალები შეიძლება განსხვავდებოდეს ელფერით იმ პროდუქტის მიხედვით, რომელშიც კოლერი ემატება (დეტალურად იხილეთ Bergauf-ის საკოლერაციო ბარათებში).
არ გამოიყენოთ ნატურალურ ზეთებსა და ცვილებზე დაფუძნებული შემადგენლობებისთვის.
არ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებელი საღებავი საშუალება.
პასტა შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ტარაში, მშრალ შენობაში, გამათბობელი ხელსაწყოებისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, არანაკლებ +5°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის საგარანტიო ვადაა 36 თვე დამზადების დღიდან მწარმოებლის გაუხსნელ ტარაში. პასტების ტრანსპორტირება დასაშვებია მწარმოებლის შეფუთვით ყველა სახის ტრანსპორტით ატმოსფერული ფაქტორების ზემოქმედების გამორიცხვის პირობებში (დახურული ფურგონები, ვაგონები და ა.შ.) -50-დან +50°C-მდე ტემპერატურაზე.
უძლებს გაყინვის 5 ციკლს. გაყინვის შემთხვევაში პროდუქცია ლღვება ოთახის ტემპერატურაზე და კარგად ირევა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გალღობის შემდეგ სრულად ინარჩუნებს თავის თვისებებს.