შემადგენლობა:
თხევადი კალიუმის მინის წყლის დისპერსია, სილიკონებისა და აკრილატების თანაპოლიმერები, მინერალური შემავსებლები, პიგმენტები
ფერი:
თეთრი/გამჭვირვალე
ბაზა:
A/C
ბზინვარების ხარისხი:
ღრმად გლუვი
გამხსნელი:
წყალი
ხარჯი 1 ფენაზე შემწოვ ზედაპირზე:
4 — 6 კვ.მ./ლ*
ხარჯი 1 ფენაზე არაშემწოვ ზედაპირზე:
6 — 8 კვ.მ./ლ*
შრობის დრო:
1 საათი**
შემდეგი ფენის დატანა შესაძლებელია:
12 საათის შემდეგ**
საფუძვლის ტემპერატურა გამოყენებისას:
+5-დან +35ºC-მდე
მდგრადობა ატმოსფერული ნალექების მიმართ:
24 საათის შემდეგ
*ხარჯზე გავლენას ახდენს შესაღები ზედაპირის ხოროშოიანობა და ფორიანობა, ასევე შეღებვის მეთოდი და პირობები.
**t (+20±2)ºC და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს (65±5)% პირობებში. შრობის დრო შეიძლება გაიზარდოს +15°C-ზე დაბალი ჰაერის ტემპერატურისა და 65%-ზე მაღალი ფარდობითი ტენიანობის დროს - შემდეგი ფენა დაიტანეთ არაუადრეს 24 საათისა.
ფასადის სილიკატური საღებავი განკუთვნილია მინერალური ფასადებისა და ცოკოლების შესაღებად, ასევე ნორმალური და მაღალი ტენიანობის მქონე შენობებისთვის. შენობების ცოკოლებზე გამორიცხული უნდა იყოს ტენის კაპილარული შეწოვა საფუძვლის მხრიდან.
ქმნის მდგრად საფარს ტენის, ნალექების, ულტრაიისფერი გამოსხივების, ტუტე ხსნარების, საწარმოო და ქალაქის გარემოს მიმართ. გამოდგება ხელით და მანქანური დატანისთვის.
კოლორირება და ფერადი გადაწყვეტილებები
საღებავი გამოდის 2 ბაზის სახით — A და C. შესაძლებელია კოლორირება წყლის ბაზაზე დამზადებული საკოლორებელი პასტების მეშვეობით. ბაზა A განკუთვნილია ღია და პასტელურ ფერებში კოლორირებისთვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თეთრი საღებავი. ბაზა C გამოიყენება მხოლოდ კოლორირებული სახით და განკუთვნილია გაჯერებულ ფერებში კოლორირებისთვის.
C ბაზაზე მკვეთრ ფერებში შეღებვისას, რეკომენდებულია წინასწარ დაიტანოთ მსგავს ტონში კოლორირებული A ბაზის საღებავის ფენა. საღებავის კოლორირება შეიძლება განხორციელდეს NCS, RAL და სხვა საკოლორებელ სისტემებთან შესაბამისობაში.
ერთ ზედაპირზე ფერებს შორის განსხვავების თავიდან ასაცილებლად, უნდა გამოიყენოთ ერთი და იგივე პარტიის ნომრის მქონე პროდუქტი (იხ. შეფუთვაზე) ან წინასწარ შეურიოთ სხვადასხვა პარტიის მასალები პროპორციით 1:1. კოლორირების შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება კოლორირების შემსრულებელ ორგანიზაციას.
ფერების გადაცემის თავისებურებები
დატანის პირობებიდან, ასევე შესაღები ზედაპირის ფაქტურიდან გამომდინარე, რეალური ფერები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ფერების კატალოგში წარმოდგენილისგან. გამოყენებამდე აუცილებელია საცდელი დატანის შესრულება და გამშრალი საფარის ფერთან შესაბამისობის შემოწმება.
ზედაპირის მომზადება
ზედაპირი გაწმინდეთ მტვრისგან, ჭუჭყისგან, გამომარილებისა და ზეთოვანი ლაქებისგან. მოაცილეთ სუსტად მიკრული საღებავი და ბათქაში ქვიშის ჭავლის ან ჰიდროქვიშის ჭავლის აპარატით, ან ფოლადის ჯაგრისით. ძლიერ ცარცოვანი და არამყარი ზედაპირები უნდა გასუფთავდეს მყარ საფუძვლამდე მექანიკურად ან წყლის ჭავლით გარეცხვით.
ზედაპირის დეფექტები გაასწორეთ შესაბამისი სარემონტო ხსნარით. ზედაპირის სოკოთი ან ობით დაზიანების შემთხვევაში — დაამუშავეთ სანიტარული საშუალებით, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით.
შეიძლება შეიღებოს ბეტონი, რკინაბეტონი, აგურის წყობა არანაკლებ 28 დღის ასაკში; ცემენტის ბათქაში არანაკლებ 14 დღის ასაკში; ცემენტ-კირის და კირ-ცემენტის ბათქაში არანაკლებ 3 დღის ასაკში.
პრიალა ბეტონის ზედაპირები (ცემენტის რძე) დაამუშავეთ ქვიშის ჭავლის აპარატით ან ფოლადის ჯაგრისით შეღებვისთვის შესაფერისი პროფილის შესაქმნელად. რკინაბეტონის კონსტრუქციაში შესაძლო ბზარები გახსენით საფხეკით ან ზუმფარის აპარატით. გაასუფთავეთ მოშიშვლებული ლითონი ჟანგისგან, დაიცავით იგი ანტიკოროზიული საღებავით.
დატანამდე ზედაპირი დაამუშავეთ Bergauf-ის ხაზის შესაბამისი გრუნტით — Bergauf Tiefgrunt, Bergauf Techno Primer, ან Bergauf Aqua Grunt (განზავებული სახით, კონცენტრაციის ხარისხი შეარჩიეთ საფუძვლის ტიპის მიხედვით).
დატანის ტექნოლოგია
შეღებვის წინ ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, სუფთა და დაგრუნტული. საღებავი დაიტანეთ არანაკლებ +5°С ტემპერატურაზე და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 80%-ის პირობებში. აკრძალულია სამუშაოების ჩატარება ცხელ ამინდში, ძლიერი ქარის დროს, მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ან წვიმის დროს.
გამოყენებამდე საღებავი კარგად აურიეთ. დასაშვებია საღებავის წყლით განზავება მასალის მასის არაუმეტეს 5%-ის ოდენობით. დაიტანეთ მომზადებულ ზედაპირზე ფუნჯით, ლილვაკით ან საღებავის შემასხურებლით თანაბრად 2 ფენად.
ფერებს შორის განსხვავების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ერთი პარტიის საღებავი. რეკომენდებულია არ გააკეთოთ შესვენებები მთლიანი ზედაპირის შეღებვისას, „გადაბმის“ ადგილებში იმუშავეთ „სველი სველზე“ მეთოდით. სამუშაოები უნდა დაასრულოთ არქიტექტურულ საზღვრებთან (შენობის კუთხეებში, სანიაღვრე მილების ქვეშ და ა.შ.).
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
შეინახეთ და დაატრანსპორტირეთ მჭიდროდ დახურული ტარით არანაკლებ +5°С და არაუმეტეს +40°С ტემპერატურაზე. დაიცავით პროდუქტიანი ვედრო გადახურებისგან და მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებზე შენახვას. პირობების დაცვის შემთხვევაში, შენახვის საგარანტიო ვადა დახურულ ქარხნულ შეფუთვაში შეადგენს 24 თვეს დამზადების დღიდან.
უსაფრთხოება და უტილიზაცია
პროდუქტი სახანძრო და ფეთქებადუსაფრთხოა, არ შეიცავს ადვილად აალებად კომპონენტებს. გამოყენების შემდეგ ტარა მოახდინეთ უტილიზაცია, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი.