შემადგენლობა:
პოლიაკრილის დისპერსია (ლატექსი), პიგმენტები, შემავსებლები, მიზნობრივი დანამატები, წყალი.
ფერი:
ბაზა А — თეთრი
ბზინვარების ხარისხი:
გლუვი
ხარჯი 1 ფენაზე სწორ, არაშემწოვ ზედაპირზე:
5−7 მ²/კგ
ხარჯი 1 ფენაზე უსწორმასწორო, შემწოვ ზედაპირზე:
4−6 მ²/კგ
სიმკვრივე:
დაახლოებით 1,5 კგ/ლ
მშრალი ნაშთის მასური წილი:
55%
გაშრობის დრო მე-3 ხარისხამდე**:
0.5 საათი
შემდეგი ფენის დატანა შესაძლებელია**:
1 საათის შემდეგ**
მდგრადობა რეცხვის მიმართ:
წმენდა მშრალი არააბრაზიული ღრუბლით ან რბილი ჯაგრისით
საფუძვლის ტემპერატურა გამოყენებისას:
+5 °С-დან 35 °С-მდე
* მასალის ხარჯი დამოკიდებულია საფუძვლის მომზადების ხარისხზე, დატანის მეთოდზე, გამოყენებულ ინსტრუმენტზე, შემსრულებლების კვალიფიკაციაზე და შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებული მნიშვნელობებისგან.
** t +20±2 °C და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 65±5% პირობებში.
ტემპერატურის შემცირებისას ან ტენიანობის გაზრდისას გაშრობის დრო შეიძლება გაიზარდოს. ჰაერის ტემპერატურის +15°C-ზე დაბლა ან
ფარდობითი ტენიანობის 65%-ზე მაღლა ყოფნისას, შემდეგი ფენა დაიტანეთ არაუადრეს 24 საათისა.
საღებავი იწარმოება ბაზა A-ს სახით და მისი დაფერვა შესაძლებელია კომპიუტერული (მანქანური) მეთოდით. ბაზა A განკუთვნილია ღია და პასტელურ ფერებში დასაფერად, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თეთრი საღებავი.
საღებავის დაფერვა შეიძლება განხორციელდეს NCS, RAL და სხვა საბაზისო სისტემების შესაბამისად, დასაშვებია საღებავის მასის 5%-მდე სფერადი პასტების დამატება.
შესაძლებელია ხელით დაფერვა წყლის ბაზაზე დამზადებული სფერადი პასტების გამოყენებით. ერთ ზედაპირზე ფერებს შორის განსხვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ პროდუქტი პარტიის ერთი და იგივე ნომრით (იხ. შეფუთვაზე) ან წინასწარ შეურიოთ სხვადასხვა პარტიის მასალები პროპორციით 1:1. დაფერვის შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს დაფერვას.
დატანის პირობებიდან, ასევე შესაღები ზედაპირის ფაქტურიდან გამომდინარე, ფერების რეალური ტონები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ფერთა კატალოგში წარმოდგენილისგან. გამოყენებამდე აუცილებელია საცდელი დატანის შესრულება და გამშრალი საფარის ფერთან შესაბამისობის შემოწმება.
სფერადი პასტების დამატების შემდეგ, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალურად მოკლე ვადებში, რათა თავიდან იქნას აცილებული დაფერილი მასალის თვისებების ცვლილება შენახვისას.
საფუძვლის მომზადება
საფუძვლის მომზადება შეასრულეთ СП 71.13 330.2017-ის შესაბამისად. გაწმინდეთ საფუძველი მტვრისა და ჭუჭყისგან. ადრე შეღებილი ზედაპირებიდან მოაცილეთ ძველი საღებავისა და კირით შეთეთრების არამყარი ფენები. მყარი და მყარად მიკრული პრიალა ზედაპირები დაამუშავეთ ზუმფარით გამქრალ მდგომარეობამდე, მოაცილეთ დამუშავების შედეგად წარმოქმნილი მტვერი.
უთანაბრობები, ღრმულები, ბზარები და ნატეხები გაასწორეთ წყლის დისპერსიული შპაკლით Bergauf UNI PASTA, დაამუშავეთ ზუმფარით. ზედაპირები, რომლებიც ადრე დაფარული იყო ცარცით ან კირის საღებავებით, უნდა გაიწმინდოს საფუძვლიანად სრულ მოცილებამდე.
ინტენსიურად მშთანთქმელი ზედაპირები წინასწარ დაგრუნტეთ საფარის საიმედოობის ასამაღლებლად და საღებავის ხარჯის შესამცირებლად. რეკომენდებულია Praktik-ის ხაზის გრუნტების გამოყენება (საფუძვლის ტიპის მიხედვით).
შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტირება მჭიდროდ დახურული ტარით არანაკლებ +5° და არაუმეტეს +35°C ტემპერატურაზე. დასაშვებია ხუთჯერადი გაყინვა საერთო ხანგრძლივობით არაუმეტეს 2 კვირისა არანაკლებ -40°C ტემპერატურაზე.
დაიცავით პროდუქტიანი ვედრო გადაჭარბებული გახურებისგან და მოერიდეთ შენახვას მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. პირობების დაცვის შემთხვევაში, შენახვის საგარანტიო ვადა დახურულ ქარხნულ შეფუთვაში შეადგენს 24 თვეს დამზადების დღიდან.
შენახვისას შესაძლებელია პროდუქტის განშრევება, რაც ადვილად გამოსწორდება მორევით. ბოლომდე გამოუყენებელი პროდუქტი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ტარაში და გამოიყენეთ მაქსიმალურად მოკლე ვადებში.
უსაფრთხოება
პროდუქტი სახანძრო და აფეთქებაუსაფრთხოა, არ შეიცავს ადვილად აალებად კომპონენტებს.