შემადგენლობა:
აკრილის პოლიმერების წყლის დისპერსია მინერალური შემავსებლების დამატებით, რომელთა მაქსიმალური ფრაქციაა 0,2-0,5 მმ და სპეციალური ქიმიური დანამატებით.
ფერი:
თეთრი
შემკვრელი:
სტიროლ-აკრილი
გრუნტის ხარჯი 1 კვ. მ-ზე**:
0,2-0,5 კგ
მაქსიმალური ფრაქცია:
0,5 მმ-მდე
შრობა*:
დაახლოებით 3 საათი
ადჰეზია ბეტონთან***:
1 მპა
* ნორმალურ პირობებში (ტემპერატურა – 20°C, ტენიანობა – 60%)
** დამოკიდებულია საფუძვლის შთანთქმის უნარსა და დატანილ ფენაზე
*** ადჰეზია განსაზღვრულია კომპანიის შიდა მეთოდიკით
გამოდის თეთრი ფერის, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი კოლირება შემდგომი საფარის ფერში. კოლირება სრულდება წყლის ბაზაზე დამზადებული პიგმენტური პასტებით, გრუნტში დასაშვებია არაუმეტეს 5% საკოლერო პასტის დამატება მასალის მასიდან. კოლირების შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს კოლირებას. გამოყენებამდე აუცილებელია საცდელი დატანა და გამშრალი საფარის ფერთან შესაბამისობის შემოწმება. ფერთა სხვაობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ერთ ზედაპირზე ერთი საწარმოო პარტიის პროდუქტის გამოყენება (პარტიის № მითითებულია თითოეულ შეფუთვაზე) ან სხვადასხვა პარტიის მასალების წინასწარ შერევა პროპორციით 1:1, დატანის ტექნოლოგია უნდა დარჩეს უცვლელი. დატანის პირობებიდან, ასევე შესაღები ზედაპირის ფაქტურიდან გამომდინარე, ფერების რეალური ჩრდილები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ეტალონურისგან.
საფუძვლის მომზადება
საფუძველი უნდა აკმაყოფილებდეს СП 293.1 325 800.2017 მოთხოვნებს, იყოს მშრალი, მყარი, გასუფთავებული მტვრისგან, ჭუჭყისგან, აქერცლილი ძველი საფარებისა და ზეთოვანი ლაქებისგან — ყველაფრისგან, რამაც შეიძლება გააუარესოს საფუძველთან ადჰეზია.
მუშაობის წესი
მუშაობის დაწყებამდე ვედროს შიგთავსი კარგად აურიეთ. გრუნტი, განზავების გარეშე, დაიტანება ფუნჯით ერთ პირად, თხელ თანაბარ ფენად. გრუნტი შრება დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. შემდგომი საფარი დაიტანება მხოლოდ გრუნტის წინა ფენის სრული გაშრობის შემდეგ.
უსაფრთხოების ტექნიკა
გრუნტი არის ხანძარ-აფეთქებაუსაფრთხო და არატოქსიკური. მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები. გამოყენების შემდეგ ინსტრუმენტი გარეცხეთ წყლით.
გრუნტი უნდა ინახებოდეს მწარმოებლის ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში, გადახურულ საწყობში, პირდაპირი მზის სხივების მოხვედრის გამოსარიცხად +5-დან +30℃-მდე ტემპერატურაზე. დასაშვებია 5-ჯერადი გაყინვა საერთო ხანგრძლივობით არაუმეტეს 2 კვირისა, არანაკლებ მინუს 40 °C ტემპერატურაზე.
შენახვის საგარანტიო ვადაა 12 თვე.