შემადგენლობა:
პიგმენტებისა და შემავსებლების სუსპენზია გლიფტალის ლაქში გამხსნელების დამატებით
ფერი:
ღია ნაცრისფერი, წითელ-ყავისფერი
ხარჯი*:
12-20 მ²/ლ
* მასალის ხარჯი დამოკიდებულია საფუძვლის მომზადების ხარისხსა და დატანის მეთოდზე.
ალკიდური გრუნტი «Bergauf» განკუთვნილია ლითონისა და ხის ზედაპირების დასაგრუნტად, რომლებიც გამოიყენება ატმოსფერულ პირობებში და შენობების შიგნით, სხვადასხვა ემალებით შეღებვის წინ.
გამოიშვება ფერების ფიქსირებულ პალიტრაში: ღია ნაცრისფერი, წითელ-ყავისფერი
გამოყენებამდე გრუნტი გულდასმით აურიეთ და, საჭიროების შემთხვევაში, გააზავეთ სამუშაო სიბლანტემდე უაიტ-სპირიტით. გრუნტი დაიტანება პნევმატური გამფრქვევით, ფუნჯით, ლილვაკით, ჩაშვებით, ჭავლით გადავლებით. შესაღები ზედაპირი წინასწარ გაწმინდეთ ჭუჭყისგან, ჟანგისგან, აშრევებული ძველი საღებავისგან, გააუცხიმოვნეთ და გააშრეთ.
გაშრობა:
სრული გაშრობა 24 საათის შემდეგ (ჰაერის 20±2°C ტემპერატურისა და 50% ფარდობითი ტენიანობის პირობებში).
შენახვა
შეინახეთ ორიგინალ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შენახვის საგარანტიო ვადაა 24 თვე.
უტილიზაცია
არ ჩაუშვათ კანალიზაციაში, წყალსატევებში, მიწაზე. ქილაში გრუნტის ნარჩენების სრული გაშრობის შემდეგ, იგი შეიძლება გადაგდებულ იქნას მჭიდროდ დახურულ ტარაში, როგორც საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი.